მედია– უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნას დაუშვებს
08/11/2022 09:29:38 მსოფლიო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნას დაუშვებს. ეკლესიებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, როდის აღნიშნავენ შობას 7 იანვარს, თუ 25 დეკემბერს, – იუწყება CNN.
გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მას შემდეგ მიიღო, რაც "მხედველობაში მიიღეს მრავალი თხოვნა და გაითვალისწინეს ის დისკუსია, რომელიც ეკლესიასა და საზოგადოებაში მრავალი წელია მიმდინარეობს".
არსებული ინფორმაციით, ეკლესიამ გადაწყვეტილება "ომის გარემოებების" გამო მიიღო.


