Accentnews.ge
საქართველოში  ახალი ანტიდასავლური პორტალი შეიქმნა

საქართველოში ახალი ანტიდასავლური პორტალი შეიქმნა

08/11/2022 09:22:39 საზოგადოება

„საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – ამ სახელწოდებით საქართველოში ახალი ანტიდასავლური პორტალი შეიქმნა.

„კონსერვატიული პორტალი“, როგორც შემქმნელები უწოდებენ, გუშინ „აი იას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უცნობი (გია გაჩეჩილაძე) და გოგა ხაინდრავა.

ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ პორტალი თანამოაზრეებთან ერთად შექმნა.

"იმისათვის, რომ ადამიანმა გააკეთოს სწორი ანალიზი, მას სჭირდება შესაბამისი რეალისტური ნამდვილი ამბავი და არა ნეოლიბერალების მიერ გაფერადებული და მათ ინტერესებზე მორგებული და შემდგომში მოწოდებული ამბავი. ეს იქნება აქტიური პორტალი, რომელიც ლიბერალურ დიქტატს მედიაში დაუპირისპირდება. ვფქრობთ, რომ ამას ჩამოვანგრევთ და ამ ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ", – აცხადებს შაქარიშვილი.

ვებგვერდზე მთავარ ამბად გამოტანილია ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, რომლის თანახმად, „არც ერთი დამატებითი ცენტრი უკრაინას!“. ერთ-ერთი მასალის მიხედვით კი კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ რუსეთი იმიტომ უნდა გაანადგურონ, რომ ის მართლმადიდებლური ქვეყანაა. ამ ინფორმაციაში წყარო არ არის მითითებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მსგავსი პორტალის არსებობას რუსულ დეზინფორმაციასა და ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებენ.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მედიასთან აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას.

„ჩვენ პირიქით გვინახავს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან რუსულ პროპაგანდას და რაც შეეხება ანტიდასავლურ განცხადებებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგანაც კი მოგვისმენია. ძალიან რთულია, სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრო რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როცა პირიქით გვინახავს, მათ შორის, პარლამენტის წევრები როგორ არიან ღიად ჩართული ანტიდასავლურ კამპანიაში“, – აცხადებს დოლიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S