Accentnews.ge
PEN America: "ვუერთდებით მოწოდებებს გვარამიას შეწყალების შესახებ"

PEN America: "ვუერთდებით მოწოდებებს გვარამიას შეწყალების შესახებ"

08/11/2022 08:19:15 საზოგადოება

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია PEN America საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “მთავარი არხის” დამფუძნებლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პოლინა სადოვსკაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, "ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება საქართველოს სასამართლო სისტემის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა".

"ჩვენ ვუერთდებით მოწოდებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი მედია პლურალიზმის განვითარებას საქართველოში”, – ნათქვამია სადოვსკაიას განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S