თეთრი სახლი: „უკრაინის მხარდაჭერა ურყევი იქნება, თუ „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ არჩევნებში“
08/11/2022 07:52:56 მსოფლიო
თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა იქნება "ურყევი" იმ შემთხვევაშიც კი, თუ რესპუბლიკელები, რომლებმაც გამოთქვეს შეშფოთება ხარჯებთან დაკავშირებით, გაიმარჯვებენ შუალედურ არჩევნებში.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა იქნება ძლიერი და ურყევი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "მოწოდებულია, ორპარტიულად იმუშაოს, უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა".
კევინ მაკკარტმა, „რესპუბლიკური“ უმცირესობის ამჟამინდელმა ლიდერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, გასულ თვეში თქვა, რომ ამერიკელი ამომრჩევლები უკრაინას რეცესიის პირობებში არ „დაუწერენ ჩეკებს“. თუმცა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა 4 ნოემბერს კიევში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მისი ზოგიერთი კოლეგის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული: „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს უკრაინაში“. ამავე დროს, პორტმანმა დასძინა, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დახმარების გაწევაში.
8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება.


