
დეგნანი: "ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს"
08/11/2022 07:27:36 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს".
მისი თქმით, მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი.
„მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, - აღნიშნა ელჩმა.