ბლინკენი: "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო საშუალებაა"
08/11/2022 05:50:00 მსოფლიო
აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.
„აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ამასთან, ბლინკენმა შეაქო სომხეთის და აზერბაიჯანის "გაბედული ნაბიჯები".
"თვალს ვადევნებთ რეალურ და გაბედულ ნაბიჯებს ორივე ქვეყნის მხრიდან, რათა წარსული უკან მოიტოვონ და იმუშავონ ხანგრძლივი მშვიდობისთვის", – დასძინა ბბლინკენმა.
ცნობისათვის: ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.


