Accentnews.ge
რას ფიქრობენ რუსები უკრაინაში ომის გაგრძელებაზე – კვლევა

რას ფიქრობენ რუსები უკრაინაში ომის გაგრძელებაზე – კვლევა

07/11/2022 20:14:27 მსოფლიო

რუსეთში უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრეთა რაოდენობა მცირდება,– იუწყება Re: Russia დამოუკიდებელი პროექტების Russian Field და «Хроник»–ის კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.

კვლევის შედეგების მიხედვით, სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერამ პიკს მიაღწია 2022 წლის მარტ-აპრილში, ხოლო შემოდგომისთვის თანდათან კლება დაიწყო. სექტემბერში, საველე გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთში მხარდაჭერამ 25%-დან 16%-მდე იკლო, ხოლო მშვიდობის მომხრეთა რაოდენობა 23%-დან 27%-მდე გაიზარდა. რუსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ენდობა ქვეყნის ხელმძღვანელობას და მზად არიან, მხარი დაუჭირონ მას როგორც ახალ შეტევაში, ასევე საომარი მოქმედებების შეწყვეტისას.

Re:Russia აღნიშნავს, რომ ქალები, ახალგაზრდები და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები ომის მიმართ ყველაზე კრიტიკულები არიან.

Russian Field–ის მონაცემებით, მათ შორის, ვინც მხარს უჭერს შეჭრას, მხოლოდ ნახევარს სჯერა, რომ ომი აუცილებელი იყო. «Хроник»–ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ომის მხარდამჭერთა შორის მხოლოდ მესამედია მზად ამა თუ იმ გზით პირადად მიიღოს მასში მონაწილეობა, მაგალითად, ჯარის საჭიროებისთვის თანხის შეწირვით.

„ფომ“–ის „ვციომ“–ისა და „ლევადა–ცენტრ“–ის გამოკითხვების მიხედვით, რუსების დაახლოებით 70-80% მხარს უჭერს უკრაინის ომს, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ისევე როგორც პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S