ალჟირს BRICS-ში გაწევრიანება სურს
07/11/2022 19:58:29 მსოფლიო
ალჟირის ხელისუფლებამ BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურად შეიტანა განცხადება. ამის შესახებ ეგვიპტური გამოცემა "ალ-შარუკი" ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება.
ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ გაერთიანებაში გაწევრიანების გეგმის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. ზაფხულში პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა თქვა, რომ ალჟირი აკმაყოფილებს BRICS-ში შესასვლელად საჭირო ყველა კრიტერიუმს.
BRICS აერთიანებს ხუთ ქვეყანას: ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკას. ზაფხულში ირანმაც შეიტანა განაცხადი გაწევრიანებაზე.


