გუტერეში: „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს!"
07/11/2022 19:19:45 მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების მონაწილეებს აუწყა, რომ ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან: იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები:
„კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს!“.
მან საერთაშორისო საზოგადოებას წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას – აშშ-სა და ჩინეთს ეკისრება.


