
რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთზე და მისადმი ოფიციალური თბილისის პოლიტიკაზე – IRI–ს კვლევა
07/11/2022 18:42:32 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ჯამში 59% (34% სრულად, 25% ნაწილობრივ) მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს,ხოლო დიალოგის წინააღმდეგია 38% ( 8% სრულად, 30% ნაწილობრივ).
კითხვაზე, როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან: ჯამში 42% დადებითად აფასებს (12% ძალიან დადებითად, 30% ნაწილობრივი დადებითად), 50% უარყოფითად (29% ძალიან უარყოფითად, 21 % კი ნაწილობრივ უარყოფითად).
საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, 13%-მა განაცხადა რომ ძალიან უსაფრთხოდ, 36%-მა კი უპასუხა, რომ ნაწილობრივი უსაფრთხოდ. ჯამში 49% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს, 80% - უდიდეს ეკონომიკურ საფრთხედ.
ჩამოთვლილთაგან რისი უფლება უნდა ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეებს:
შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ (14% ემხრობა), დაარეგისტირონ ბიზნესი (8% მომხრე), შეიძინონ ქონება (5% მომხრე), 78% კი ფიქრობს, რომ მათ არც ერთი ზემოთჩამოთვლილის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
მოქალაქეთა 38% ფიქრობს, რომ რუსი ტურისტები საქართველოში არ უნდა შემოუშვან სანამ არ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, 26% მათდამი კეთილგანწყობილია ეკონომიკური საჭიროებების გამო.
უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის მოქალქეების მიგრაცია გაიზარდა, განსაკუთრებით 21 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.
3 ოქტომბრის მდგომაროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩებოდა.