Accentnews.ge
ირანში მეჩეთზე თავდასხმის ბრალდებით 26 უცხოელი დააპატიმრეს

ირანში მეჩეთზე თავდასხმის ბრალდებით 26 უცხოელი დააპატიმრეს

07/11/2022 16:07:24 მსოფლიო

ირანის დაზვერვის სააგენტო აცხადებს, რომ დააპატიმრა 26 პირი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სამხრეთ ირანის ქალაქ შირაზის მეჩეთზე თავდასხმასთან, რომელზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ყველა დაპატიმრებული უცხოელია.

7 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ მთავარი პირი იყო აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც თავდასხმის ხელმძღვანელობის და კოორდინირების მიზნით ირანის შიგნით მოქმედებდა.

"არც ერთი დაპატიმრებული ირანელი არ არის. ისინი არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის და ავღანეთის მოქალაქეები", - წერია განცხადებაში.

26 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S