
NATO-ში გაწევრებას სრულად უჭერს მხარს 64% - IRI-ს კვლევა
07/11/2022 15:52:30 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვა აჩვენებს, რომ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას.
შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას? მოქალაქეთა დამოკიდებულება პროცენტლად შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 70% - სრულად უჭერს მხარს (მარტი - 74% იყო)
- 15% - ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი - 14%)
- 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი - 4%)
- 7% - მტკიცედ ეწინააღმდეგება (მარტი - 6%)
- 5% - არ იცის (მარტი - 3%)
მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას?
- 64% - სრულად უჭერს მხარს (მარტი 60%)
- 14% - ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი 15%)
- 5% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი 8%)
- 12% - მკაცრად ეწინააღმდეგება (მარტი 12%)
- 5% - არ იცის (მარტი 5%)
შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად პოლიტიკური პარტნიორად - 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ს, 24 % -უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდი ბრიტანეთს, 7% კი - რუსეთს.
შეკითხვაზე, ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის? 89% რუსეთს ასახელებს, 11% - თურქეთს, 6% -აშშ-ს, 4% - სომხეთს, 3% - აზრერბაიჯანს, 3% - ირანს, 2% - ჩინეთს, 1% - ევროკავშირს, 1% - უკრაინას.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.