
ილია მეორე – 88%, კალაძე – 51%, ღარიბაშვილი – 44%: IRI–ს კვლევა
07/11/2022 15:17:16 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოწონების რეიტინგში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ლიდერობს. შემდეგ პოზიციებს დედაქალაქის მერი და პრემიერ–მინისტრი იკავებენ. კერძოდ, გამოკითხულ მოქალაქეთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ილია მეორე - 88%,
- კახა კალაძე - 51%,
- ირაკლი ღარიბაშვილი - 44%,
- ანა დოლიძე - 40%,
- სალომე ზურაბიშვილი - 38%,
- დავით უსუფაშვილი - 38%,
- ნინო ლომჯარია - 38%,
- გიორგი გახარია - 37%,
- გიორგი ვაშაძე - 37%,
- ბიძინა ივანიშვილი - 36%,
- ირაკლი კობახიძე - 34%,
- ელენე ხოშტარია - 33%,
- მიხეილ სააკაშვილი - 33%,
- შალვა ნათელაშვილი - 33%,
- ნიკა მელია - 32%,
- ხატია დეკანოიძე - 31%,
- ალეკო ელისაშვილი - 30%,
- მამუკა ხაზარაძე - 29%,
- შალვა პაპუაშვილი - 28%,
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26%,
- ბადრი ჯაფარიძე - 23%,
- გიგა ბოკერია - 17%,
- ხათუნა სამნიძე - 15%.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.