Accentnews.ge
ლუკაშენკო "კოლონიალური კაპიტალიზმის" საპირწონედ "საბჭოთა პროექტის" პერსპექტივებზე საუბრობს

ლუკაშენკო "კოლონიალური კაპიტალიზმის" საპირწონედ "საბჭოთა პროექტის" პერსპექტივებზე საუბრობს

07/11/2022 12:39:40 მსოფლიო

"საბჭოთა პროექტს" დღეს ძალუძს, დაუპირისპირდეს კაპიტალიზმის კოლონიალურ პოლიტიკას, რაც მას მიმზიდველს ხდის საერთო კეთილდღეობისკენ მსწრაფი მრავალი ქვეყნისთვის", - აცხადებს ბელარუსის დიქტატორი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო.

"სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საბჭოთა პროექტი, რომელიც ერთა თანასწორობაზე, მათი კულტურებისა და ტრადიციების პატივისცემაზე იყო დაფუძნებული, დღესაც შუქურას როლს ასრულებს საერთო მშვიდობისა და აღმშენებლობისკენ მსწრაფი ქვეყნებისთვის. 1917 წელს ახდა მილიონობით მშრომელის ოცნება იმგვარი საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც ხალხის ძალაუფლებას, სოციალურ ურთიერთპასუხისმგებლობასა და ჰუმანიზმს ეფუძნებოდა. ეს იდეები დღესაც წარმოადგენს რეალურ ალტერნატივას თანამედროვე კაპიტალიზის კოლონიალური პოლიტიკისთვის", - განაცხადა ლუკაშენკომ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლუკაშენკო ამბობდა, რომ "სსრკ-ის შენარჩუნება აგვაცილებდა იმ სხვადასხვა მსოფლიო კონფლიქტებს, რომლებიც ერთპოლარული მსოფლიო წყობისა და აშშ-ის დომინირების გამო წარმოიშობა". ამასთან, იგი გამოთქვამდა რწმენას, რომ რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს სამომავლოდ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც შეუერთდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S