Accentnews.ge
ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა – მედია

ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა – მედია

07/11/2022 12:04:25 მსოფლიო

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა,– იუწყება RBC-ს ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, ხოლო „რია ნოვოსტი“ და Mash თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, რომლებმაც ნახეს, როგორ გადაკვეთა სობჩაკმა რუსეთ-ლატვიის საზღვარი ფსკოვის ოლქში.

სობჩაკის დედამ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ლუდმილა ნარუსოვამ, და ადვოკატმა სერგეი ბადამშინმა უარი თქვეს კომენტარებზე.

სობჩაკი რუსეთიდან ლიეტუვაში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც დააკავეს მისი კომერციული დირექტორი კირილ სუხანოვი. სუხანოვს გამომძალველობაში ედება ბრალი. გაჩხრიკეს სობჩაკის სახლი ქალაქგარეთ. "ტასი" და „ბაზა“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ქსენია სობჩაკი ამავე საქმეში ფიგურირებს ეჭვმიტანილის სტატუსით და რომ მისი დაკავება სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა.

ადვოკატი სერგეი ბადამშინი საქმის მასალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სობჩაკს არ ჰქონია და არა აქვს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სტატუსი. 28 ოქტომბერს "ტასი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუქმა დადგენილება გამოძალვის საქმესთან დაკავშირებით სობჩაკის წინააღმდეგ საქმის აღძვრის თაობაზე.

ჟურნალისტს თავის პროცესუალურ სტატუსზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2018 წელს ქსენია სობჩაკი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მიმართ ოპოზიციური განცხადებებით გამოდიოდა, მათ შორის აცხადებდა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია. მან ხმების 1% მოაგროვა. ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მაშინ აცხადებდა, რომ სობჩაკი კრემლის ინტერესებს იცავდა, რასაც სობჩაკი არ იზიარებდა.

ცნობისთვის, პუტინი მამამისის, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის ანატოლი სობჩაკის თანაშემწე იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S