Accentnews.ge
პუტინის ადმინისტრაციაში "მომავლის რუსეთის კონცეფცია" დაიწერა

პუტინის ადმინისტრაციაში "მომავლის რუსეთის კონცეფცია" დაიწერა

07/11/2022 11:54:35 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის "სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის" სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხარიჩევმა თანაავტორებთან ერთად მომავალი რუსეთის შესახებ სტატია დაწერა.

მასში შეჯამებულია იმ ჯგუფური დისკუსიების შედეგები, რომლებშიც მიმდინარე წლის მარტიდან მაისის ჩათვლით რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პედაგოგ-მასწავლებლები მონაწილებდნენ.

სულ ანექსირებულ სევასტოპოლში გამართულ კონფერენციაში 70 მონაწილე იყო ჩაბმული.

ხარიჩევი და მისი თანაავტორები, რომელთა შორისაა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ანდრეი შუტოვი და "როსატომის" თანამშრომელი ანდრეი პოლოსინი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომავალი რუსეთის სურათი განხილვებისას განისაზღვრებოდა "ჰარმონიული თანაცხოვრების, მესიანობის, გაურკვევლობის, სასწაულის მუდმივი მოლოდინის, წარსულის ხატებზე ორიენტაციის" ჭრილში.

კონფერენციის შედეგად სტატიის ავტორებმა მომავალი რუსეთის რამდენიმე კონცეფცია ჩამოაყალიბეს:

  1. "სახელმწიფო-ფენიქსი" - "მომასწავებელი ეკონომიკური სტაბილურობისა და კორუფციის აღმოფხვრისა";
  2. "სახელმწიფო-წინასწარმეტყველი": "თავისი დანიშნულების შესრულების შემდეგ რუსეთი და მისი მოქალაქეები მოხვდებიან უკეთეს სამყაროში, რადგან მათ ის გადაარჩინეს";
  3. "რუსეთი - მსოფლიოსა და სიკეთის დარაჯი" - "ჩვენ აღარ გვაქვს აღარანაირი ეკონომიკური სიძლიერე, არც კომპეტენცია სხვების გადასარჩენად, მაგრამ გვაქვს დარწმუნების ძალა და იდეების გენერირების უნარი".
  4. მომავლის რუსეთის მოქალაქე "ამაყი უნდა იყოს თავისი ქვეყნის გამო, გავლენიანი, მოთხოვნადი, მატერიალურად უზრუნველყოფილი, სასარგებლო იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც განეკუთვნება და წარმატებული თვითრეალიზაციაში", - წერენ სტატიის ავტორები.

გამოცემა "Медуза"-ს ცნობით, ხარიჩევი და პოლოსინი კურირებენ უმაღლესი სასწავლებლებისთვის ახალი საგნის - "იდეოლოგიური დისციპლინის" ჩამოყალიბებას, რომელიც საბჭოეთის დროინდელი "სამეცნიერო კომუნიზმის" ანალოგი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S