Accentnews.ge
როსკომნადზორი ინტერნეტ-ტრაფიკის კონტროლზე ₽1,2 მლრდ-ის დახარჯვას გეგმავს

როსკომნადზორი ინტერნეტ-ტრაფიკის კონტროლზე ₽1,2 მლრდ-ის დახარჯვას გეგმავს

07/11/2022 11:14:25 მსოფლიო

როსკომნადზორი მზადაა, ორი წლის განმავლობაში 1,2 მილიარდი რუბლი დახარჯოს ინტერნეტ-ტრაფიკის მონიტორინგის იმ ახალი სისტემის შექმნა-ოპერირებაზე, რომელიც მოწოდებულია, ყველა ოპერატორსა და პროვაიდერს შორის მონაცემთა გაცვლა აკონტროლოს და უწყების მოთხოვნების დამრღვევები გამოავლინოს, - იუწყება რუსული გამოცემა "Ведомости".

ახალ სისტემას "სუვერენული რუნეტის შესახებ" ახალი კანონის ფარგლებში ჩამოყალიბებული "საერთო სარგებლობის კავშირის მონიტორინგისა და მართვის ცენტრი" შექმნის.

სულ როსკომნადზორის მუშაობაზე 2023–2024 წ.წ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 37,7 მლრდ რუბლია გამოყოფილი, ხოლო 2025 წლამდე 73 მილიარდია გათვლისწინებული, - წერს გამოცემა.

კომენტატორების აზრით, ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ოპერატორიები და პროვაიდერები, რომლებიც ტრაფიკის ღრმა ფილტრაციის სისტემას არ მიუერთდებიან, იძულებულები გახდებიან, ოპერირება შეწყვიტონ.

ცნობისთვის: 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე როსკომნადზორმა 7000-მდე საიტი დაბლოკა, მათ შორის - დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, უფლებადამცველი ორგანიზაციების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-გვერდები, ასევე სოცქსელები Twitter, Facebook და Instagram.

2022 წელს რუსეთმა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის 65-ე ადგილი დაიკავა და ამ კუთხით ერთი წლის განმავლობაში ერთბაშად 7 პოზიციით ჩამოქვეითდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S