Accentnews.ge
ბაიდენი: "კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებამ შესაძლოა, აშშ-ში დემოკრატია შეასუსტოს"

ბაიდენი: "კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებამ შესაძლოა, აშშ-ში დემოკრატია შეასუსტოს"

07/11/2022 10:14:24 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებამ შესაძლოა აშშ-ში დემოკრატია შეასუსტოს. ამის შესახებ მან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

მანამდე, რესპუბლიკელების მიტინგზე გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ქვეყანას „კომუნისტები მართავენ“.

აშშ-ის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, 100-მანდატიანი სენატის 35 წევრს, 36 შტატში გუბერნატორების არჩევნები გაიმართება. გარდა ამისა, 46 შტატში გაიმართება არჩევნები ადგილობრივი პარლამენტების 88 პალატაში.

8 ნოემბერს აშშ-ის ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ვინ გააკონტროლებს პარლამენტს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში.

წინასაარჩევნო გამოკითხვები ნათელყოფს, რომ კენჭისყრის შედეგად რესპუბლიკელები თითქმის უეჭველად გააკონტროლებენ კონგრესის ქვედა პალატას.ხოლო ზედა პალატაში – სენატში, შანსებს თანაბრად აფასებენ.

თუკი რესპუბლიკელები ერთ-ერთ პალატაში კონტროლს მოიპოვებენ, ეს მათ საშუალებას მისცემს, წინ აღუდგნენ ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივებს. ეს კი, თავის მხრივ, რესპუბლიკელებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაეხმარება.

დემოკრატების ერთ-ერთი პრობლემაა პრეზიდენტის არაპოპულარობა. Reuters/Ipsos-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის საქმიანობა მოსწონს ამერიკელთა 40%-ს. ეს თანამედროვე ისტორიაში შუალედური არჩევნების წინ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

რესპუბლიკური პარტია ბაიდენს აკრიტიკებს მაღალი ინფლაციისა და დამნაშავეობის ზრდისთვის COVID-19-ის პანდემიის შემდეგ. თავიანთ კამპანიაში დემოკრატები კონცენტრირებული არიან იმ წამლებზე ფასების დაკლებაზე, რომლებიც რეცეპტებით გაიცემა, სოციალური შეღავათების დაცვაზე და ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალ დონეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S