ISW –კრემლი ბირთვულ რიტორიკას ამცირებს, რადგან ეს კიევს მოლაპარაკებას არ აიძულებს
07/11/2022 08:59:23 მსოფლიო
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლი ბირთვულ რიტორიკას ამცირებს, რადგან ეს კიევს მოლაპარაკებას არ აიძულებს.
ISW–ის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა და კრემლი ახლა დგამს ნაბიჯებს ბირთვული რიტორიკის დეესკალაციისთვის.
"უკრაინამ და მისმა საერთაშორისო მხარდაჭერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს იარაღით და უარს არ იტყვიან უკრაინის სუვერენულ უფლებაზე - მის ტერიტორიებზე",- აცხადებს ISW.


