უკრაინაში გარდაიცვალა რუსი მღვდელი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის, ჩრდილოეთ კავკასიის, სირიის "სამშვიდობო ოპერაციების" მონაწილეც იყო
07/11/2022 08:52:39 მსოფლიო
მოსკოვის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი მიხაილ ვასილიევი უკრაინაში გარდაიცვალა.
"ვასილიევი 6 ნოემბერს, უკრაინაში სპეცოპერაციის ზონაში მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. დეკანოზი მიხაილ ვასილიევი იყო მოსკოვის რაიონის სოფელ ვლასიხაში, სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბ-ბინასთან მდებარე დიდმოწამე ბარბარესა და წმინდა ელია მურომეცელის ეკლესიის წინამძღვარი", –აცახდებს მოსკოვის საპატრიარქო.
გარდაცვალების მიზეზებზე საპატრიარქოს განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
როგორც მღვდელი, სხვადასხვა დროს იგი იმყოფებოდა მივლინებებში "ცხელ წერტილებში," როგორც საპატრიარქო უწოდებს, "სამშვიდობო ოპერაციებში" მათ შორის, კოსოვოში, ბოსნიაში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ყირგიზეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სირიაში.


