Accentnews.ge
ირანი თურქეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

ირანი თურქეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

21/10/2019 08:11:23 სხვა, მსოფლიო

ირანი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საგუშაგოების გახსნას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა გააკეთა. მისივე თქმით, სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.

„ირანი ანკარის მიერ სირიაში სამხედრო საგუშაგოების გახსნის წინააღმდეგია. ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა აბას მუსავიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე, ე.წ. უსაფრთხოების ზონის შიგნით თურქეთი 12 საგუშაგოს მოწყობას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S