Accentnews.ge
კლიჩკო კიევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ

კლიჩკო კიევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ

07/11/2022 07:33:52 მსოფლიო

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვის იყვნენ მზად.

როგორც მან აღნიშნა, "ის, რასაც რუსეთი აკეთებს, არა ომი, არამედ ტერორიზმი და გენოციდია".

იგი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქი ელექტროენერგიის გარეშე სრულად დარჩეს, რადგან, მისი თქმით, რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კამპანიას აგრძელებს.

"ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის... ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა კლიჩკომ.

მან დედაქალაქის მოსახლეობას თბილი ტანსაცმლის მომარაგებისკენ მოუწოდა. კლიჩკოს თქმით, ვისაც საშუალება აქვს, უნდა ეცადონ, დარჩნენ ნათესავებთან დედაქალაქის გარეთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S