უკრაინა – განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ "ახმატის" 30-ზე მეტი წევრი
07/11/2022 06:57:53 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული შეტევების შედეგები.
გენშტაბის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი განადგურებულია და 15-მდე დაჭრილია.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩნეთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.


