Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ხერსონში რუსი სამხედროები ქუჩის ბრძოლებისთვის პოზიციებს ამაგრებენ, ხოლო პროპაგანდისტი ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებას გეგმავენ

უკრაინის გენშტაბი – ხერსონში რუსი სამხედროები ქუჩის ბრძოლებისთვის პოზიციებს ამაგრებენ, ხოლო პროპაგანდისტი ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებას გეგმავენ

07/11/2022 06:23:27 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონში რუსი სამხედროები ქუჩის ბრძოლებისთვის პოზიციებს ამაგრებენ, ხოლო პროპაგანდისტი ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებას გეგმავენ.

"სამოქალაქო პირებად გადაცმული რუსი სამხედროები ხერსონში იკავებენ მშვიდობიანი მოქალაქეების კუთვნილ შენობებს და პოზიციებს ამაგრებენ ქუჩის ბრძოლებისთვის, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები კი, ქალაქში გეგმავენ „ვიდეომასალების“ გადაღებას, თითქოს, უკრაინის თავდაცვის ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ", – იუწყება გენშტაბი.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა და 55-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 30 დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობითვე, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ისევ აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.

უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 22 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 5 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 2 პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 8 ადგილი და სხვა სამხედრო ობიექტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S