Accentnews.ge
ზელენსკი: "ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ ომის შედეგებზე"

ზელენსკი: "ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ ომის შედეგებზე"

07/11/2022 05:33:05 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ომის შედეგებზე პასუხი რუსეთთან ერთად უნდა აგოს.

„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს, რომ უფრო ახლოს ვიქნებოდით სასურსათო კრიზისის სრულ გადაწყვეტასთან, უფრო ახლოს ვიქნებოდით ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციასთან. ამიტომ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ამ ომის შედეგებზე პასუხი მასთან ერთად უნდა აგოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S