WSJ – პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს კრემლის წარმომადგენლებთან კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა
07/11/2022 05:24:30 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს ბოლო თვეებში კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვთან და უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან, – იუწყებაThe Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ამ საუბრების მიზანი იყო არა უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხის განხილვა, არამედ უკრაინის გამო გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება, მოსკოვის გაფრთხილება, არ გამოიყენოს ბირთვული, ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი და კავშირის ღია არხების შენარჩუნება.
4 ნოემბერს ჯეიკ სალივანი იმყოფებოდა კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას.


