აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: "ირანმა რუსეთს "დრონები" უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა"
07/11/2022 05:15:06 მსოფლიო
ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანის საკითხებში რობერტ მელიმ განაცხადა.
"ირანმა ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს მიმდინარე წლის ზაფხულში გადასცა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში ეხმარებოდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ", – აცხადებს რობერტ მელი.
ირანმა დაადასტურა, რომ რუსეთს "დრონები" მიყიდა, თუმცა თეირანის თქმით, აღნუშნული რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე განხორციელდა.


