WP: აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ირანის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა
06/11/2022 19:07:45 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ირანის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია, რომ თეირანის ხელისუფლება საუდის არაბეთზე თავდასხმას ამზადებდა. სამეფოში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალები და საუდის არმია მაღალ მზადყოფნაში არიან, - წერს The Washington Post.
ამ კვირაში საუდის არაბეთის დაზვერვამ შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ ირანი ამზადებდა თავდასხმას ქვეყანაზე. ასევე ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილზე, სადაც ამერიკული ჯარები არიან განლაგებული, წერდა The Wall Street Journal.
მედიის ინფორმაციით, აშშ-მა საუდის არაბეთში F-22 გამანადგურებლები გაგზავნა. მისივე ცნობით, გარდა ამისა, საუდის არაბეთში იმყოფება 2500 ამერიკელი ჯარისკაცი.
ცნობისთვის: შეერთებული შტატები საუდის არაბეთის უმსხვილესი სამხედრო პარტნიორია: მისი არმიის მიერ გამოყენებული ყველა იარაღის სისტემის თითქმის სამი მეოთხედი შეერთებული შტატების მიერ არის მიწოდებული.


