ზელენკსი:"ირანი იტყუება, როცა ამბობს, რომ რუსეთს მხოლოდ მცირე რაოდენობის დრონები მიაწოდა"
06/11/2022 18:08:46 მსოფლიო
ირანი იტყუება, როცა ამბობს, რომ რუსეთს მხოლოდ მცირე რაოდენობის დრონები მიაწოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღიურად სულ მცირე ათ ირანულ თვითმფრინავს ესვრიან. „ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს ასწავლიდნენ დრონების გამოყენებას, თეირანში კი ამაზე საერთოდ ჩუმად არიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მსოფლიო საზოგადოება გააგრძელებს ძალისხმევას ირან-რუსეთის თანამშრომლობის გამოსავლენად და "ტერორისტების თანამზრახველები დაუსჯელი არ დარჩებიან".
აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი ჩავიდა რუსეთში უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად. ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთისთვის დრონების მიწოდება. ასევე მოსკოვმაც უარყო ირანული იარაღის გამოყენება საომარ მოქმედებებში.
5 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა მოსკოვისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება და დააკონკრეტა, რომ ეს მოხდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდეც.


