სტოლტენბერგი: "რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის"
05/11/2022 16:54:05 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის. ამის შესახებ მან თურქეთის ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ეს რისკი მაღალი არ არის, მაგრამ შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ჩვენ ამ საკითხს ძალზე სერიოზულად ვეკიდებით", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მიმართ ნატო–ს მხარდაჭერა არასათანადოდ შეაფასა და დიდი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს:
„თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უკრაინის კატასტროფა არ იქნება. თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა".
მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების გაწევა გაგრძელება.


