კიევი – უკრაინის ჯარებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშების მოგერიება შეძლეს
05/11/2022 15:22:05 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშების მოგერიება შეძლეს
მისი ცნობით, უკრაინის ჯარებმა მტრის პოზიციების წინააღმდეგ 11 დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო "Orlan-10" ტიპის "დრონი", თერთმეტი "Shahed-136" ტიპის "დრონი" და ორი ფრთოსანი რაკეტა "Kalibr".
უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების "დრონებს" სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. 5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ "დრონებს" აწვდის რუსეთს, თუმცა თეირანის განცხადებით, "დრონები" რუსეთში გაიგზავნა უკრაინაში ომის დაწყებამდე.


