Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს

05/11/2022 16:17:28 მსოფლიო

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ოპერაციების მთავარი სამმართველო ავრცელებს.

მისი ცნობით, „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული".

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაგზავნეს ენერგორესურსები, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია და სხვები.

რუსეთის არმია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ახორციელებს. ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შეტევების შედეგად ქვეყნის ენერგოობიექტების დაახლოებით 40%–ია დაზიანებული.

უკრაინის ხელისუფლებამ ელექტროენერგიით მომარაგების გრაფიკი შემოიღო. მოქალაქეებს მოუწოდებენ, პიკის საათებში არ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობები. ქალაქებში თიშავენ ელექტროგანათებას, აჩერებენ ტროლეიბუსების მოძრაობას.

მიმდინარე კვირაში ენერგეტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კომისარი კადრი სიმსონი კიევში ჩავიდა. მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის „სასტიკი და არაადამიანური“ იერიშების პირობებში შეისწავლის უკრაინის ენერგოსექტორისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს. მან საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უკრაინისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S