Accentnews.ge
აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დღეს კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობდა

აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დღეს კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობდა

04/11/2022 19:21:55 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი დღეს კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობდა.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სალივანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანი უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იყო:

"სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, სალივანმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S