Accentnews.ge
G7-ის ქვეყნები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაზე შეთანხმდნენ

G7-ის ქვეყნები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაზე შეთანხმდნენ

04/11/2022 19:03:14 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები შეთანხმდნენ, შექმნან "კოორდინაციის მექანიზმი", რომელიც დაეხმარება უკრაინას "აღადგინოს და დაიცვას მისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურა".

როგორც The Washington Post იტყობინება, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „კოორდინაციის მექანიზმის“ განხორციელების პირობები განიხილეს.

„თუ ჩვენ დავუშვებთ ამის იგნორირებას, საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები დაიწყებს ეროზიას და საბოლოოდ დაინგრევა და ვერცერთი ჩვენგანი ვერ დაუშვებს ამას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„დიდი შვიდეულის“ წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მოქმედება ზამთრის დადგომამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S