ნიდერლანდები უკრაინას 120 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს
04/11/2022 18:31:58 მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ეს ყოვლისმომცველი პაკეტი მნიშვნელოვანი მესიჯია რუსეთისთვის. მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიულ ომთან ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის ძალისხმევის გაერთიანებას”, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.
ნიდერლანდები, ჩეხეთთან და აშშ-სთან ერთად უკრაინას 90 მოდერნიზებულ და გარემონტებულ ტანკს მიაწვდის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიდერლანდებს, აშშ-ისა და ჩეხეთს მადლობა გადაუხადა.
“მადლობელი ვარ ნიდერლანდების, აშშ-ისა და ჩეხეთის ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის შეიძინონ და უკრაინის შეიარაღებული ძალებს გადასცენ 90 T-72 ტანკი. პირველ 26 აღდგენილ და მოდერნიზებულ ტანკს უკრაინა უკვე მომავალ თვეში მიიღებს. მადლობას ვუხდი პარტნიორებს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობის დემონსტრირებისთვის”, - აცხადებს კულება.


