Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

04/11/2022 17:42:10 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის 90 ერთეული T-72 ტანკი, – ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და ნიდერლანდები ერთობლივად გადაიხდიან ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს.

„ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ გადაიხდის 45 ერთეულის აღდგენისთვის. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკს. ასე რომ, ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული ტანკები", - განაცხადა სინგმა.

მისი თქმით, ტანკების ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა, დანარჩენი - მომდევნო წლის განმავლობაში.

დახმარების ახალ პაკეტში შედის 250 ერთეული M1117 ჯავშანტრანსპორტიორი, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk–ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები და 1100 ერთეული Phoenix Ghost "დრონი".

რაც შეეხება "დრონებს", პენტაგონს უკრაინაში მათი მიწოდების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S