უკრაინის გენპროკურატურამ ღალატის ბრალდებით დაკავებულ „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტს ერთი მილიარდის ოდენობის ქონება დაუყადაღა
04/11/2022 16:44:52 მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურამ ღალატის ბრალდებით დაკავებულ „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტ ვიაჩესლავ ბოჰუსლაევს ერთი მილიარდი უკრაინული გრივნის ოდენობის ქონება დაუყადაღა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი 23 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალად ედება ღალატი და რუსეთთან თანამშრომლობა.
"მოტორ სიჩი" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფირმაა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში.
ბოჰუსლაევი სამჯერ იყო არჩეული უმაღლეს რადაში ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიიდან". 2014 წელს კი კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა.


