ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერ–მინისტრები: "პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა"
04/11/2022 14:30:06 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და პოლონეთის პრემიერ–მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
"სუნაკი და მორავიეცკი შეთანხმდნენ, რომ არ უნდა შეწყდეს რუსეთისთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნა იმის შესახებ, რომ დაშინება არ გაუვა. პრემიერმა პოლონელ კოლეგას განუცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების მცდელობის ფარგლებში, ბრიტანეთი ზრდის თავისი ძალების პოტენციალს და კიდევ უფრო გააქტიურდა ბალტიის რეგიონში „გაერთიანებული საექსპედიციო ძალების“ ფარგლებში", – აცხადებს სუნაკის ოფისი.


