პუტინი: "ჩვენ უკვე გვყავს 318 000 მობილიზებული, მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება"
04/11/2022 12:57:07 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება და მობილიზებულთა რაოდენობამ 318 ათას ადამიანს მიაღწია.
"ჩვენ უკვე გვყავს 318 000 [მობილიზებული]. რატომ 318 000? იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დასახელებული 318 000-დან 49 000 ადამიანი უკვე ჯარშია და საბრძოლო დავალებებს ასრულებს, დანარჩენები კი წვრთნებს გადიან.


