
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
04/11/2022 12:49:16 პოლიტიკა, საზოგადოება
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, კიდევ დამძიმდეს თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
როგორც მან კლინიკა" ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს კვლავ ტემპერატურა აქვს, რაც სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი მიმდინარეობს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს, სხვადასხვა ექსპერტები შევდივართ. დასკვნა დასასრულისკენ მიდის. უამრავი ექსპერტია ჩართული, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. პრაქტიკულად, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა არ ჩატარებულა. დასკვნის მოდუსი იქნება, რომ სასწრაფოდ გაყვანილი იყოს სადმე უცხოურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოხდება. ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია",- განაცხადა ჯიშკარიანმა.
რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.