Accentnews.ge
პუტინმა ოკუპირებულ მარიუპოლს "უძველესი რუსული ქალაქი" უწოდა

პუტინმა ოკუპირებულ მარიუპოლს "უძველესი რუსული ქალაქი" უწოდა

04/11/2022 12:15:47 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ მარიუპოლს, რომელსაც რუსული ძალები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბომბავდნენ, უძველესი რუსული ქალაქი უწოდა. ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედია იუწყება.

„მარიუპოლი ძალიან ცნობილი, უძველესი, შეიძლება ითქვას, რუსული ქალაქია. როგორც მოგეხსენებათ, პეტრე დიდმა დააარსა იქ პირველი თავისი სამხედრო ფლოტილია, მოიპოვა პირველი გამარჯვებები, შემდეგ სუვოროვმა მოაწყო სტეპური ლაშქრობები და ეკატერინე მეორემ ააშენა ეს მიწები, ”- თქვა პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ მან უკვე დაიწყო დონბასის, მათ შორის მარიუპოლის აღდგენაზე მსჯელობა.

მარიუპოლი რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მალევე მოექცა ალყის ქვეშ, თუმცა ქალაქის სრული ოკუპაცია მხოლოდ მაისის მეორე ნახევარში შეძლეს, მას შემდეგ, რაც "აზოვსტალში" გამაგრებული ქალაქი დამცველებმა დატოვეს. მებრძოლების აზოვსტალიდან ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. მანამდე ქალაქი დაუნდობლად იბომბებოდა რუსული ძალების მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S