Accentnews.ge
The Times – პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში პატრუშევმა და ბორტნიკოვმა დაარწმუნეს

The Times – პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში პატრუშევმა და ბორტნიკოვმა დაარწმუნეს

04/11/2022 11:42:01 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და რუსეთის FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი ყველაზე უფრო მტკიცედ უჭერდნენ მხარს შეიარაღებულ ინტერვენციას უკრაინაში და ფაქტობრივად მათ დაარწმუნეს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ დაეწყო სამხედრო ოპერაცია, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Times.

იგი აქვეყნებს ნაწყვეტებს ჟურნალისტ ოუენ მეტიუზის (Owen Matthews) მომავალი წიგნიდან, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეფუძნება ამ ინტერვენციის მზადების ისტორიაში ჩახედულ ადამიანებთან, მათ შორის რუსეთის ოფიციალურ პირებთანსაუბარს.

ავტორის თქმით, პატრუშევი, ბორტნიკოვი და მათთან ახლოს მყოფი რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ფიგურები დარწმუნებულნი იყვნენ უკრაინაზე "პრევენციული" დარტყმის აუცილებლობაში და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს საჭირო იყო დასავლეთიდან სავარაუდოდ მზარდი სტრატეგიული საფრთხისგან რუსეთის გადასარჩენად.

მათ შორის, ვინც უშუალოდ ამზადებდა უკრაინაში შეჭრას, პატრუშევის, ბორტნიკოვისა და თავად პუტინის გარდა, მეტიუზს დასახელებული ჰყავს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც. თუმცა, წიგნში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ის არ თამაშობდა იდეოლოგის როლს, არამედ იყო შემსრულებლის, რომელიც ზოგჯერ ყოყმანობდა. პუტინის გარემოცვაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად პატრუშევი დასახელდა.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S