Accentnews.ge
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბაიდენს: "შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი"

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბაიდენს: "შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი"

04/11/2022 10:54:54 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს, "თვალთმაქცური საქციელი" შეწყვიტოს.

"თეთრი სახლი სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ძალადობასა და ტერორს ირანში ბოლო არეულობის დროს, იმავდროულად ის ცდილობს მიაღწიოს ბირთვულ შეთანხმებას. ბატონო ბაიდენ, შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი", – აცხადებს ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. ამის შესახებ განცხადება ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“ მას არ დაუკონკრეტებია.

თეთრ სახლს ბაიდენის განცხადებაზე კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

ირანში უკვე შვიდი კვირაა, ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S