
ვინ იდგა „ისლამური სახელმწიფოს" სახელით განხორციელებული თავდასხმების უკან
21/10/2019 06:17:26 სხვა, მსოფლიო
„ალ ჯაზირა“–ს ინფორმაციით, რუსი ჰაკერები ირანული კიბერ-შპიონაჟის ოპერაციის მეშვეობით, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით თავს ესხმოდნენ ათობით ქვეყნის მთავრობას, ინდუსტრიულ ორგანიზაციას.
ამავე წყაროს ცნობით, რუსული ორგანიზაცია „ტურლა“, რომელიც ესტონეთის და ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა რუსულ ФСБ-სთვის მუშაობაში დაადანაშაულეს, ირანის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სულ მცირე 20 ქვეყანაზე ახდენდა კიბერთავდასხმას.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჰაკერული კამპანია განსაკუთრებით აქტიური ახლო აღმოსავლეთში იყო, თუმცა ბრიტანული ორგანიზაციებიც ხშირად ხდებოდა სამიზნე.
ბრლადებებს ჯერჯერობით რუსი და ირანის ოფიციალური პირები არ გამოხმაურებიან.