
სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ კანდიდატურა მოხსნა
04/11/2022 10:01:59 საზოგადოება
სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა მსურვლემა გიორგი ცობეხია კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ წარმოდგენილი პირებიდან მისი ფავორიტი სოფო დემეტრაშვილია.
გიორგი ცობეხიამ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" სახალხო დამცველად სურთ ადამიანი, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შეხედულებებისგან, ხოლო თავად სახალხო დამცველის თანამდებობას არც ასეთ აპოლიტიკურად მიიჩნევს.
"მე მიმაჩნია, რომ დღეს, მაგალითად "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კრიტიკული დამოკიდებულებები, რომელიც ჩემს მიმართ იყო გაჟღერებული, არ არის ის მოცემულობა, რომლითაც სახელმწიფო შეიძლება განვავითაროთ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ბატონებო, თქვენ კრიტიკის მიღება უნდა შეძლოთ და ამაზე სწორი რეაგირება. [...] მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემ კანდიდატურას მინიმუმ ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივად არ მოჰყვება, სწორედ ამიტომ, მე ვაკეთებ განცხადებას, რომ მე ვხსნი კანდიდატურას", -განაცხადა ცობეხიამ.