Accentnews.ge
ქუთაისის მერი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან და CORLEAP-ის დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება

ქუთაისის მერი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან და CORLEAP-ის დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება

04/11/2022 10:18:14 საზოგადოება

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან დავით მელუასთან და CORLEAP-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ქუთაისის მერიის ცნობით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და კრიზისების მართვის სპეციფიკას გაეცნენ და აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები ადგილზე მოინახულეს. ️როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თანამშრომლობის აღნიშნული მოდელის ფუნქციონირება მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ რესურსები და ერთად განახორციელონ პროექტები, რომლებიც ადგილობრივი განვითარების, ტურიზმისა და სხვა სფეროების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ჩეხ კოლეგებს, აღნიშნული მიმართულებებით საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლოდ, კიდევ უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. დელეგაციის ვიზიტი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ლიბერეკში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S