Accentnews.ge
მედია– ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების საკითხს განიხილავს

მედია– ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების საკითხს განიხილავს

04/11/2022 09:52:11 მსოფლიო

ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების საკითხს განიხილავს, – იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობის რეზერვებზე, რომლებიც გაყინული იქნა ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა მოკავშირეების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

როგორც Bloomberg–ს წყაროები იტყობინებიან, ევროკავშირში დისკუსიები ჯერ–ჯერობით საწყის ეტაპზეა.

"იმის შეფასება, შესაძლებელია თუ არა აქტივებზე კონტროლის მოპოვება, ძალიან რთულია. ევროკავშირის ნებისმიერი ქმედება ფოკუსირებული იქნება ევროპაში გაყინულ აქტივებზე. იურისტები დიდი სიფრთხილით ცდილობენ, გააანალიზონ სიტუაცია და ნახონ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ნებისმიერი წინადადება უნდა იყოს იურიდიულად მტკიცე. რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციაზე ნებისმიერი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ზოგიერთ წევრს შეიძლება, არ სურდეს მხარი დაუჭიროს მას", – აცხადებენ Bloomberg–ს წყაროები.

მათი თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმირებულია აშშ–იც, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია დოლარში არსებული გაყინული რუსული რეზერვების უკრაინის აღსადგენად გამოყენების გადაწყვეტილებას.

აშშ-ის ხაზინის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე გამოცემას უარი განუცხადა.

Bloomberg–ს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახაზინო დეპარტამენტმა მიმდინარე წლის მაისში გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ–ში გაყინული რუსული რეზერვების გამოყენების ფაქტი შექმნის პრეცედენტს, რომელიც სხვა ქვეყნებს დაუკარგავს ინტერესს, განათავსონ თავიანთი ცენტრალური ბანკების აქტივები აშშ-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S