Accentnews.ge
აშშ-ში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დამრღვევთა მიმართ სისხლის სამართლის უკვე 20 საქმეა აღძრული

აშშ-ში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დამრღვევთა მიმართ სისხლის სამართლის უკვე 20 საქმეა აღძრული

04/11/2022 09:41:42 მსოფლიო

აშშ-ის საგადასახადო სამმართველომ (IRS) გამოავლინა 50-მდე ფიზიკური პირი და ორგანიზაცია, რომლებიც უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში არიან ეჭვმიტანილები. ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით საგადასახადო პოლიციამ (IRS) სისხლის სამართლის უკვე 20 საქმე აღძრა, - იუწყება “The Wall Street Journal”.

როგორც IRS-ს სისხლის სამართლის გამოძიებათა განყოფილების უფროსის მოადგილე გაი ფიკო აცხადებს, უკვე დაწყებულია მუშაობა რიგ ახალ საქმეებზეც.

გამოძიებები სამუშაო ჯგუფ KleptoCapture-ის ფარგლებში წარმოებს, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეალიზების უზრუნველსაყოფად მარტში ჩამოყალიბდა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით აგრძელებს მუშაობას. მასში შედიან გამოძიებათა ფედერალური ბიუროს, საიდუმლო სამსახურის, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს, საფოსტო ინსპექციის, IRS-ისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

საგადასახადო პოლიციის სამმართველოს სამუშაო ჯგუფში წამყვანი როლი ეკისრება, მაგრამ სხვა უწყებები საკუთარ გამოძიებებსაც აწარმოებენ, - განმარტავს გაი ფიკო.

მისივე თქმით, სასანქციო შეზღუდვების დამრღვევთა გამოსავლენად IRS იყენებს სხვადასხვა მეთოდებს, კერძოდ, მონაცემთა ანალიზს, საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლას, საეჭვო აქტივობის შესახებ ფინანსური ინსტიტუტების მოხსენებებს და სხვა. განსაკუთრებით აქტიურად ურთიერთქმედებს საგადასახადო პოლიცია კოლეგებთან ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.

სისხლის სამართლის გამოძიებათა განყოფილების ხელმძღვანელ ჯიმ ლის განცხადებით, მისი თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: IRS-ის მიერ ინიცირებული და სასამართლოსთვის გადაცემული საქმეების 91% გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S