
ქურთმა სამხედროებმა ერდოღანის მოთხოვნის შესრულება დაიწყეს
21/10/2019 05:57:25 სხვა, მსოფლიო
ქურთმა სამხედროებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან უკან დახევა დაიწყეს. ქურთულმა მხარემ ქალაქი რას ალ-აინი დატოვა, თუმცა ქურთი სამხედროები კვლავ რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში.
ანკარა და ვაშინგტონი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე 17 ოქტომბერს შეთანხმდნენ. ერდორანმა ქურთებს საზღვრის დატოვებისთვის 120 საათი მისცა. მას შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.