
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
04/11/2022 07:51:17 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს.
40 წლის მებრძოლის ცხედარი ზესტაფონში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს დაიღუპა. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო დანაყოფ "ვაგნერის" ალყაში მოხვდა. იგი უკრაინის 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 24 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.